მე–5 დღე
საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. გავეცანით თეორიულ ნაწილს, როგორც ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლას, ასევე საავტორო უფლებებს (რასაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენს რეალობაში არ ვიცავთ), ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის, ტექსტზე კომენტარების დადებას, სლაიდში დოკუმენტის ჩაშენებას...
ჩემთვის ტრენინგის დასაწყისი ნაწილი – პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები, იყო ყველაზე პროდუქტიული და ნაყოფიერი. მოვისმინე სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ შექმნილი პროქტების პრეზენტაციები, წარვადგინე ჩემიც. კი ვინერვიულე, მაგრამ წამახალისა მსმენელთა მოწონებებმა :)
მართალია ვიცი, ამ მხრივ კიდევ ერთხელ გადასახედი მაქვს პრეზენტაციისათვის, რომ ჩამოყალიბებული სახე მიიღოს, მაგრამ სასიამოვნო იყო, კოლეგები რომ კმაყოფილნი დარჩნენ და ტრენერსაც მოეწონა რაღაცები.
ისე გამიტაცა სხვადასხვა პროექტების მოსმენამ, კრეატიული იდეებიც მომეძალა და ტრენერთან ერთად ვუზიარებდი კოლეგებს. ვგონებ, გამოადგებათ ჩვენი მიწოდებული აქტივობები.
ხვალინდელი დღეც არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს. ხვალ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე ვიმუშავებთ.

No comments:
Post a Comment