მე-4 დღე
თანდათან იმატებს ინტერესი, რაც უფრო ღრმად შევდივარ, მეტ ინფორმაციას ვეცნობი, მით უფრო მითრევს ეს ტრენინგი.
დღეს პროექტის შეფასებაზე ვიმუშავეთ.
გამიტაცა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შეფასებების განსაზღვრამ, რაც ჩემი პროექტის გეგმის მიხედვით ყველაფერი ერთმანეთზე აწყობილი და ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს. რამდენი დროა საჭირო!... რამდენი ფიქრი და მონდომება!... ვინატრე კიდეც: კარგია, მხოლოდ ამით რომ ხარ დაკავებული ადამიანი-მეთქი. :-) მარტივი რომ არაფერია კი ვიცი, მაგრამ მიყვარს, როცა გულით ეკიდები საქმეს და ყველაფერი ისე საათივითაა გათვლილი და აწყობილი, როგორც Intel-ის ელექტრონული სახელმძღვანელო.
ახლა ვხვდები ჩემი პროექტი, რომელიც თითქოს მხოლოდ სამუშაო ვერსიად შეიქმნა, ურთულესი გამოდის... უფრო სწორად ჩემთვის გახდა თავსატეხი :-)))) მაგრამ საინტერესო გახდა ჯერ შექმნის პროცესი და ახლა ის ფიქრი არ მასვენებს, ქაღალდზე რომ საბოლოო სახეს მიიღებს, მერე როგორი იქნება რეალურად განხორციელებული-მეთქი.
ერთი სიტყვით, განვიხილეთ შეფასების რუბრუკების ნიმუშები, შევქმენით შეფასების ფორმები (ნაწილობრივ), ვიმუშავე ჩემი პროექტის პრეზენტაციის მომზადებაზე, დოკუმენტის ჩაშენებითურთ (ეგეც ნაწიობრივ, თუმცა ისე მომეწონა ჩემი სლაიდის ვიზუალი, გული არ მომითმენს და გავაგრძელებ სახლში, ამიტომ არ ავტვირთე ჩემს ფოსტაზე?!)
მზეც გამოვიდა - ჩემს შინაგან განწყობას ეხმიანება ახლა ისიც, დილით შენისლულ-სუსხიანი დილის შემდეგ.
ხოდა, ასე იმედიან-ხალისიანი განწყობით გემშვიდობებით მომდევნო კვირის შეხვედრამდე.

მომდევნო კვირას გელოდებით
ReplyDelete