მე–8 დღე
ტრენინგი ფასილიტაციის რესურსების შემუშავებით იწყება. შემდეგ მასალების ატვირთვასაც ვსწავლობთ. ნიმუშად ერთერთი ტრენინგგავლილი პედაგოგის ბლოგს ვათვალიერებთ.
ატვირთვაც ვისწავლეთ slideshare-ში დარამდენიმე წუთში ჩემი პროექტის პრეზენტაციაც და ბროშურაც გამზადებულია ბლოგზე განსათავსებლად.
დიზაინის დახვეწაზე ვიმუშავეთ. იმდენი ნიმუშია აღარ იცი რომელი აირჩიო :) ვებგვერდის დამატებაც გავაკეთეთ და თვალსა და ხელს შუა ემსგავსება ბლოგს ჩვენი ნამუშევარიც.
გაჯეტებსაც ვამატებ და საბოლოოდ პრეზენტაციასაც და ბუკლეტსაც ბლოგში ვაშენებ. ასე, რომ ბლოგის რესურსებში ორი ნამუშევრის ნახვა მაინც შეიძლება. დანარჩენი მასალები საბოლოო სახის მისაღებად კიდევ გადახედვასა და დახვეწას საჭიროებს. იმედია, სახლში ჩავუჯდები მასალებს.
ნაყოფიერი ტრენინგი იყო. კარგი ვქენი, დრო რომ არ დავკარგე და ხათუნას წყალობით (ინფორმაციის გამოქვეყნებისა და ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით) ტრენინგზე მოვხვდი. მართალია, შაბათ–კვირაც სამუშაო რეჟიმით ვიცხოვრე, მაგრამ სამაგიეროდ კმაყოფილი ვარ.

ირმა მადლობა მხატვრულად რომ გადმოსცემ შენ რეფლექსიას
ReplyDelete