Saturday, December 21, 2013

მე-9 დღე
დღევანდელი დღე ნასწავლის შეჯერებასა და საკუთრი ბლოგების პრეზენტაციებს მიეძღვნა.
ჯერ საკუთრი საქაღლდეების ავტვირთეთ google drive-ში, ვისწავლეთ საქაღალდეში დამატება  და ცლილებების შეტანა. ამის შემდეგ მოვისმინეთ ბლოგების პრეზენტაცია. შევაჯამეთ კურსი.
ასე გასრულდა ესე ამბავი...
მადლობა პროექტის ავტორებს.
მათ შეძლეს პედაგოგებისთვის სამუშაო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გაეხადათ Intel-ის  საშალებით.
მადლობა ჩვენს ტრენერს.
საინტერესო და ასევე საქმიანი გარემოს შექმნისთვის, ინტერესის გაღვივებისა და ჩვენი წახალისებისათვის.
მადლობა მსმენელ კოლეგებს, რომლებიდანაც არა მარტო სწავლობ, ასევე რწმუნდები მათ პროფესიონალიზმსა და შემოქმედებითობაში.
და ბოლოს,
ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

Sunday, December 8, 2013

მე–8 დღე
ტრენინგი ფასილიტაციის რესურსების შემუშავებით იწყება. შემდეგ მასალების ატვირთვასაც ვსწავლობთ. ნიმუშად ერთერთი ტრენინგგავლილი პედაგოგის ბლოგს ვათვალიერებთ.
ატვირთვაც ვისწავლეთ slideshare-ში დარამდენიმე წუთში ჩემი პროექტის პრეზენტაციაც და ბროშურაც გამზადებულია ბლოგზე განსათავსებლად.
დიზაინის დახვეწაზე ვიმუშავეთ. იმდენი ნიმუშია აღარ იცი რომელი აირჩიო :) ვებგვერდის დამატებაც გავაკეთეთ და თვალსა და ხელს შუა ემსგავსება ბლოგს ჩვენი ნამუშევარიც.
გაჯეტებსაც ვამატებ და  საბოლოოდ პრეზენტაციასაც და ბუკლეტსაც ბლოგში ვაშენებ. ასე, რომ   ბლოგის რესურსებში  ორი ნამუშევრის ნახვა მაინც შეიძლება. დანარჩენი მასალები საბოლოო სახის მისაღებად კიდევ  გადახედვასა და დახვეწას საჭიროებს. იმედია, სახლში ჩავუჯდები მასალებს.
ნაყოფიერი ტრენინგი იყო. კარგი ვქენი,  დრო რომ არ დავკარგე და ხათუნას წყალობით (ინფორმაციის გამოქვეყნებისა და ონლაინ რეგისტრაციის  საშუალებით) ტრენინგზე მოვხვდი. მართალია, შაბათ–კვირაც სამუშაო რეჟიმით ვიცხოვრე, მაგრამ სამაგიეროდ კმაყოფილი ვარ.
მე–6 დღე
 ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება ჩვენი ტრენინგი დასასრულს, ჩვენი პროექტიც. დღეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვაზე ვიმუშავეთ. მანამდე კი განვიხილეთ: მოდული 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება; უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.
გავეცანით სხვადასხვა აქტივობებსაც:
აქტივობა 1. შეფასების სტრატეგიების განხილვა
აქტივობა 2. მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა
აქტივობა 3. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ  გადახედვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მაინც მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნა აღმოჩნდა. თუმცა საოცრად სახალისოა, როცა ცდილობ შენი ფანტაზიების თავმოყრას იტ–ს გამოყენებით, რომელიც საოცრად გიადვილებს ყველაფერს.
გაზეთების და სლაიდის გაკეთება გადავწყვიტე. ვნახოთ, რა გამომივა :)

Tuesday, December 3, 2013

მე–5 დღე
საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.  გავეცანით თეორიულ ნაწილს, როგორც ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლას, ასევე საავტორო უფლებებს (რასაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენს რეალობაში არ ვიცავთ), ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის,  ტექსტზე კომენტარების დადებას, სლაიდში  დოკუმენტის ჩაშენებას...
ჩემთვის ტრენინგის დასაწყისი ნაწილი – პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები, იყო ყველაზე პროდუქტიული და ნაყოფიერი. მოვისმინე სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ შექმნილი პროქტების  პრეზენტაციები, წარვადგინე ჩემიც. კი ვინერვიულე, მაგრამ წამახალისა მსმენელთა მოწონებებმა :)
მართალია ვიცი, ამ მხრივ კიდევ ერთხელ გადასახედი მაქვს პრეზენტაციისათვის, რომ ჩამოყალიბებული სახე მიიღოს, მაგრამ სასიამოვნო იყო, კოლეგები რომ კმაყოფილნი დარჩნენ და ტრენერსაც მოეწონა რაღაცები.
ისე გამიტაცა სხვადასხვა პროექტების მოსმენამ, კრეატიული იდეებიც მომეძალა და ტრენერთან ერთად ვუზიარებდი კოლეგებს. ვგონებ, გამოადგებათ ჩვენი მიწოდებული აქტივობები.
ხვალინდელი დღეც არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს. ხვალ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე ვიმუშავებთ.

Sunday, November 24, 2013

მე-4 დღე

თანდათან იმატებს ინტერესი, რაც უფრო ღრმად შევდივარ, მეტ ინფორმაციას ვეცნობი, მით უფრო მითრევს ეს ტრენინგი.
დღეს პროექტის შეფასებაზე ვიმუშავეთ.
გამიტაცა   მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შეფასებების განსაზღვრამ, რაც ჩემი პროექტის გეგმის მიხედვით ყველაფერი ერთმანეთზე აწყობილი და ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს. რამდენი დროა საჭირო!... რამდენი ფიქრი და მონდომება!... ვინატრე კიდეც: კარგია, მხოლოდ ამით რომ ხარ დაკავებული ადამიანი-მეთქი. :-) მარტივი რომ არაფერია კი ვიცი, მაგრამ მიყვარს, როცა გულით ეკიდები საქმეს და ყველაფერი ისე საათივითაა გათვლილი და აწყობილი, როგორც Intel-ის ელექტრონული სახელმძღვანელო.
ახლა ვხვდები ჩემი პროექტი, რომელიც თითქოს მხოლოდ სამუშაო ვერსიად შეიქმნა, ურთულესი გამოდის... უფრო სწორად ჩემთვის გახდა თავსატეხი :-)))) მაგრამ საინტერესო გახდა ჯერ შექმნის პროცესი და ახლა ის ფიქრი არ მასვენებს, ქაღალდზე რომ საბოლოო სახეს მიიღებს, მერე როგორი იქნება რეალურად განხორციელებული-მეთქი.
ერთი სიტყვით, განვიხილეთ შეფასების რუბრუკების ნიმუშები, შევქმენით შეფასების ფორმები (ნაწილობრივ), ვიმუშავე ჩემი პროექტის პრეზენტაციის მომზადებაზე, დოკუმენტის ჩაშენებითურთ (ეგეც ნაწიობრივ, თუმცა ისე მომეწონა ჩემი სლაიდის ვიზუალი, გული არ მომითმენს და გავაგრძელებ სახლში, ამიტომ არ ავტვირთე ჩემს ფოსტაზე?!)
მზეც გამოვიდა - ჩემს შინაგან განწყობას ეხმიანება ახლა ისიც, დილით შენისლულ-სუსხიანი დილის შემდეგ.
ხოდა, ასე იმედიან-ხალისიანი განწყობით გემშვიდობებით მომდევნო კვირის შეხვედრამდე.

Saturday, November 23, 2013


მე-3 დღე
სასწავლო პროექტის დაგეგმვაში გაილია დღევანდელი დღე.
პირველი ნაბიჯი ჩემი პროექტის ეფექტურად დაგეგმვისათვის სტანდარტების გადახედვითა და საგნის შედეგებისა და ინდიკატორების განსაზღვრით დავიწყე. შემდეგ დაიწყო  სასწავლო ამოცანების შემუშავება - ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების  ფორმულირება ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად. ვფიქრობ, ამ კუთხით კორექტირება დამჭირდება ჩემს გეგმაში. თან ველოდები შენიშვნებსაც კოლეგებიდან ჩემი საკვანძო კითხვების გაზიარების შემდეგ.
და ბოლოს, ნაყოფიერი შრომის შემდეგ  გილოცავთ!..


Sunday, November 17, 2013

მე-2 დღე
კვირა დღეა. ჩემთვის დასვენება ამგვარია-ისევ ტრენინგი :)
სამაგიეროდ ჩემს მოსწავლეებს უფრო საინტერესო ქართულის გაკვეთილები ელით. დაგეგმვა უცხო არაა, მაგრამ სასწავლო ღონისძიებების უფრო ეფექტურად ნაბიჯ-ნაბიჯ და წარმატებულად, ასე მთლიანობაში, დამხმარე საშუალებებლითა და ნიმუშებით, პირდაპირ მისწრებაა.
ვერ ვიტყვი გადასარევი თემა მოვიფიქრე-მეთქი პროექტისთვის, მაგრამ ახლა გავდივარ ამ მასალას, პროექტადაც არ უნდა იყოს ცუდი, მით უფრო წიგნების კითხვის შეყვარება მნიშვნელოვანია...
ხოდა, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ნიმუშიც იქმნება დღევანდელი ტრენინგის წყალობით. ვნახოთ, როგორ ეფექტს მოახდენს ჩემს ბავშვებზე.
მადლობა ტრენერს და ყველას, ვინც ასეთი მშვენიერი პროგრამა შექმნეს პედაგოგებისათვის.

Saturday, November 16, 2013

1-ლი დღე
დღევანდელი დღე სამუშაო რიტმით დაიწყო: 9 საათზე სკოლა - დამატებითი გაკვეთილები + ქართულის ოლიმპიადა, 12 საათზე  სსსმ მოსწავლის პრობლემების მოგვარება, მშობელსა და მასწავლებელთან ინდივიდუალური საუბრები....
აღარ მგონია, დილიდან გამოსულს ტრენინგებზე მუშაობის თავი თუ მექნება.
კიდევ კარგი მზიანი დღეა...  
მაინც, სირბილით შემოვდივარ ტრენინგზე.ნაცნობი და სასიამოვნო ტრენერი (რამდენი ხანია ამ სამუშო რეჟიმის გადამკიდე მისთვის თვალი არ მომიკრავს უფრო შინაურ ატმოსფეროში), ნაცნობ-უცნობი სახეები და იტელის ტრენინგები...
:-)
გავიწყდება დღევანდელი დღის დაძაბული რიტმი. თან როცა სურვილით და მოლოდინით ელოდები, რას ისწავლი და როგორ გამოიყენებ სამომავლოდ.
გიხარია, მოლოდინი რომ გიმართლებს...
ვიწყებთ...